დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების და მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირების მიზნით, ასევე მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წსის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ; 2022-2023 სასწავლო წელს მე, როგორც კლასის დამრიგებელმა ჩავატარე კლასის საათი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი''
- პროექტის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით.
- პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით;
- მოსწავლეთა მშობლებისთვის ჩართულობის მიზნით საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება;
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და აკეთენ პოსტერებს მავნე ჩვევებთან დაკავშირებით.
I ჯგუფი: მავნე ჩვევები: არა სიგარეტს, არა ნარკოტიკს. არა ალკოჰოლს.
II ჯგუფი: სწორი კვება. ჯანსაღი საკვებით შედგენილი კვების პირამიდა.
III ჯგუფი: ვისწავლოთ საკვებზე დატანებული ეტიკეტის წაკითხვა და გაშიფვრა
IV ჯგუფი: პირადი ჰგიენის დაცვის საშუალებები.
ინფორმაციის მოძიება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან.
შესრულების ვადა: ერთი კვირა.
მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს. მოხდება პრეზენტაცია. მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს.
მოსალოდნელი შედეგი: პროექტი ემსახურება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სწორი კვების და მავნე ჩვევების მიმართულებით.
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფების მიერ შექმნილი პრეზენტაციები.
- კლასის საათი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' VI-ზ კლასის ხელმძღვანელი: ნინო ნიქაცაძე
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 2014 წელი
საახალწლო ზეიმის წინ შემდგომ (2014 წელი)
სპორტის მასწავლებელმა ნინო გუგეშაშვილმა ჩემი სადამრიგებლო კლასისს მოსწავლეების მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება ,,მხიარული სტარტები'' შემატა სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის მატიანეს. კლასის დამრიგებელი ნინო ნიქაცაძე აქტიურად ჩაერთო შეჯიბრში. მხიარულ სტარტებს უძღვებოდა ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სასწავლო ნაწილები: ქალბატონი ლალი კაპანაძე, მანანა გორგასლიძე სპორტის მასწავლებელი ირინა გელაშვილი. ღონისძიება ორგანიზებული, მხიარული და სახალისო გამოვიდა. (2014 წელი დეკემბერი)
ვიდეოკოლაჟი ღონისძიებიდან ,,ჩაი სიცოცხლის ელიქსირი" 2014 წელი 19 დეკემბერი
ლიტერატურულ თეატრში წასვლის წინ. 2015 წელი
დამთავრდა სასწავლო წელი. გადავედით მეშვიდე კლასში 2015 წელი
ექსკურსია ტანძიაში 2015 წლის 26 მაისი
დავამთავრეთ 2015-2016 სასწავლო წელი და გადავედით მე-VII კლასში.
დავამთავრეთ 2015-2016 სასწავლო წელი და გადავედით მე-VII კლასში.
ექსკურსია 2016 წელი 29 მაისი
დაიწყო ახალი სასწავლო 2016-207 სასწავლო წელი. ახალი მოლოდინებით, ახალი გამოწვევებით. თითქოს გუშინ იყო, მე-5 კლასში რომ გადმოხვედით ლია მასწავლებლის აღზრდილები და დაფრთიანებულები. სწრაფად გაირბინა წლებმა და უკვე მერვე კლსელები ხართ. წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!
დავამთავრეთ მე-8 კლასი. აი, დარაზმულები მივდივართ ფიზიკის გამოცდაზე.
დაიწყო ახალი სასწავლო 2016-207 სასწავლო წელი. ახალი მოლოდინებით, ახალი გამოწვევებით. თითქოს გუშინ იყო, მე-5 კლასში რომ გადმოხვედით ლია მასწავლებლის აღზრდილები და დაფრთიანებულები. სწრაფად გაირბინა წლებმა და უკვე მერვე კლსელები ხართ. წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!
დავამთავრეთ მე-8 კლასი. აი, დარაზმულები მივდივართ ფიზიკის გამოცდაზე.
ექსკურსიაზეც ვიყავით. რაბათის ციხე ვნახეთ.
დაიწყო 2017-2018 სასწავლო წელი. რა სწრაფად გადის დრო. უკვე მე-9 კლასელები ხართ. საბაზი საფეხურს ამთავრებთ. წინ საინტერესო და გამოწვევებით სავსე წლები გელოდებათ. მინდა, რომ სულ წარმატებულები, გახარებულები და ამაყები გნახოთ ყოველთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ.
ჩვენ უკვე დავამთავრეთ 9 კლასი. ორი გამოცდაც ჩაბარებულია. ეს ფოტო რომელიც ქვემოთა ბიოლოგიის გამოცდის მერე გადავიღეთ. ციური მასწავლებელთან ერთად.
დაიწყო 2018-209 სასწავლო წელი. უკვე მეათე კლაში არიან ჩემი მოსწავლეები. წარმატებებს გისურვებთ.
ბოლო ზარი ფოტოები
ბოლო ზარი ფოტოები
დაამთავრეს სკოლა და უკვე ახალი ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან. ბედნიერი მომავალი ჩვენ აღზრდილებს.
2021-2022 სასწავლო წელს უკვე ახალ სადამრიგებლო კლასთან ერთად ვხვდები. ახალი გამოწვევები, ახალი ურთიერთობების დრო იწყება. V-ზ კლასის დამრიგებელი ვარ.
No comments:
Post a Comment