მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა-სამუშაო შეხვედრები

  


                                            პროფესიული გამოცდილების  გაზიარება

  •        მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  და მხარდაჭერის  ბლოგზე გაზიარებული მაქვს   ჩემ მიერ შექმნილი რესურსები და მასალები.
      გამოქვეყნებული მაქვს სტატია: ,,კონსტუქტივისტული სწავლების მეთოდები'' ინტერნეტ -ჟურნალში:  http://mastsavlebeli.ge 


  • 2016 – 2019 წლამდე:  ათასწლეულის განვითარების ფონდი-საქართველოს ,,მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების" პროეტი-STEM -ის საგნების ფასილიტატორის სტატუსით ვატარებდი სამუშაო შეხვედრებს კოლეგებთან.

  • სამუშაო შეხვედრა დავგეგმე  და ჩავატარე სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის  პედაგოგებისთვის.  2019 წლის ოქტომბრის თვეში. მიზანი იყო დავხმარებოდი ჩემ კოლეგებს პროფესიულ წინსვლაში. გთავაზობთ  სამუშაო შეხვედრის მოკლე ანოტაციას. 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:

სამუშაო შეხვედრების გეგმა

     კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორი: ნინო ნიქაცაძე - სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის №173 საჯარო სკოლის მათემატიკის  წამყვანი მასწავლებელი 2019 წელი.

მონაწილეთა რაოდენობა:  15

 ელ.ფოსტა: ni.nikatsadze@gmail.com

ტელეფონი: 

შეხვედრების ძირითადი თემა:

          მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა

        კერძოდ, შიდა დაკვირვების გაკვეთილის გეგმის შედგენა და რეფლექსიის დაწერა.

               თემის აქტუალურობა:   თანამედროვე განათლების სისტემის  მთავარი მიზანია, აღვზარდოთ   მოზარდი,  რომელიც შეძლებს იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს არსებულის ხარჯზე.  შესაბამისად, სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებათა მიღების  და პრობლემის გადაჭრის უნარი.  საგნობრივ ცოდნასთან ერთად ამ უნარების განვითარებას  ემსახურება მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის  დაგეგმვა და წარმართვა.    მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შედეგი   პირდაპირ კავშირშია მოსწავლის აკადემიურ მიღწევებთან.  მეცნიერული კვლევების შედეგად დამტკიცებულია, რომ რაც უფრო კარგად არის ორგანიზებული სასწავლო პროცესი და რაც უფრო პროფესიონალი ადამიანი დგას ამ ორგანიზების უკან, მით უფრო მაღალია მოსწავლეების მოტივაცია სასწავლო პროცესის მიმართ და მეტი ხალისით ეკიდებიან ისინი სწავლებას. ორგანიზებულ სასწავლო პროცესს კი აუცილებლად სჭირდება    გაკვეთილის  და საფუძვლიანად დაგეგმვა.

       გაკვეთილის დაგეგმვა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ეფექტური სასწავლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად.  მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი და გააზრებული  გაკვეთილი.  არის თუ არა გაკვეთილის მიზანი სწორად ფორმულირებული. რა აქტივობებს განახორციელებს ამ მიზნის განსახორციელებლად, რომელ მეთოდებს გამოიყენებს, მოსწავლეთა ორგანიზების რა ფორმებს მიანიჭებს უპირატესობას, რა შედეგს მიიღებს, როგორ გაზომავს მას და რაც ყველაზე მთავარი ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის საფუძველზე როგორ დაგეგმავს ახალ, მომდევნო გაკვეთილს.

        რადგან პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალში ერთერთია ორი შიდა დაკვირვების გაკვეთილის წარმართვა, რომელსაც აკვირდება  მასწავლებლის შეფასების ჯგუფი  და შემდგომ ახდენს შეფასებას,  ამიტომ გადავწყვიტე   კოლეგებისათვის ჩამეტარებინა სამუშაო შეხვედრები  თემაზე: ,,როგორ დავგეგმოთ მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული  სასწავლო პროცესი-კერძოდ,  სტანდარტული გაკვეთილის  დაგეგმვა და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია''  

შეხვედრების  თემატიკა:  სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან

 


შეფასების ინსტრუმენტები

სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება

საგაკვეთილო დაკვირვება

განმავითარებელი შეფასება

No comments:

Post a Comment