eTwinning

 2022-2023 ს/წ .   ევროპული სკოლის  განათლების პლატფორმა:  eTwinning.

       ევროპული სკოლის  განათლების პლატფორმა  eTwinning.-ის საშუალებით  ჩართული ვარ   საერთაშორისო პროექტში ,,Be conscious, stay healthy''. პროექტის დამფუძნებელია Elif inan Barin.  

    პროექტი: ,,Be conscious, stay healthy''.   

   

                                                                                    

პროექტის მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ 

  • . ამოიცნონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები. 
  • . მოახდინონ საკვები დანამატების იდენტიფიცირება ეტიკეტების დათვალიერებით. 
  • . გაანალიზონ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის სარგებელი.
  •   გააუმჯობესონ ჯანსაღი კვება ან ფიზიკური დატვირთვა.
  •   შეაფასონ სურსათის ეტიკეტირება შეფუთული საკვების დათვალიერებით. 
  • . შექმნან სავარჯიშოები მარტივი მოძრაობებით. 
    პროექტი ემსახურება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სწორი კვების მიმართულებით.  პროექტის მიზანია დავაკვირვოთ მოსწავლეები, თუ როგორი შემადგენლობის  საკვებს მიირთმევენ.   გამოვუმუშაოთ ეტიკეტების    გაშიფვრის ჩვევა. იცოდნენ,  რომელი პროდუქტია უფრო ჯანსაღი,  უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ ისინი გააკეთებენ საკუთარ არჩევანს და გამოიყენებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებს მოელიან, რომ სხვადასხვა ქვეყნის გუნდთან ერთად განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები და აიღონ პასუხისმგებლობა. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს სამიზნე ენაზე საუბრის სურვილს. განუვითარდებათ კომუნიკაციის უნარები და შემოქმედებითი უნარები. ასევე მოსწავლეები გამოიყენებენ IT უნარებს და იხვეწებიან.
        პროექტი  მიმდინარეა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს. კერძოდ,   პროექტის მიზნიდან გამომდინარე აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას..მონაწილე მასწავლებლების და მოსწავლეების წარდგენას. ქვეყნის და სკოლის წარდგენას. მონაწილეთა მხრიდან  პროექტის ლოგოს  შექმნას და ატვირთვას. კითხვარების შევსებას.სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.  ასევე ონლაინ შეხვედრებს საჭიროებისამებრ. გთავაზობთ განხორციელებული აქტივობების მცირე ნაწილს. 

No comments:

Post a Comment