პროექტი: ,,სიმეტრია ჩვენ გარშემო''



 სიმეტრია

 „სიმეტრია არის იდეა, რომლის მიხედვითაც
ადამიანი საუკუნეების მანძილზე ცდილობდა  შექმნა
წესრიგი, სილამაზე და სრულყოფილება.
გერმანელი მათემატიკოსი ჰერმან ვაილი

თემის აქტუალობა: დღესდღეობით ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ ექნება სიმეტრიის შესახებ. სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა სიმეტრიით, რომელიც გვხვდება ბუნებაში და ადამიანის შემოქმედებაში.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებს გავუღრმავოთ ცოდნა სიმეტრიის შესახებ. ხელი შევუწყოთ მოსწავლეში  ცოდნათა ურთიერთდაკავშირების პროცესს. . თეორიული ცოდნის  პრაქტიკულ ამოცანებში გამოყენებას. დავანახოთ,  რომ სიმეტრია არის ცხოვრების ბევრ სფეროში, მას ვხვდებით ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაში, სხვადასხვა საგნის შესწავლისას. სიმეტრია. ნამდვილად ქმნის წესრიგს, სილამაზეს და სრულყოფილებას ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში.

პროექტი დაფუძნებულია კვლევაზე.  ჯგუფები ატარებენ კვლევას: 
  • სიმეტრია  და მისი სახეები. სიმეტრია მათემატიკურ ფიგურებსა და რიცხვით გამოსახულებებში.
  • სიმეტრია ბუნებაში (მცენარეები, ცხოველები)
  • სიმეტრია არქიტექტურაში
  • სიმეტრია მწერლობაში
  • სიმეტრია ფერწერაში
  • სიმეტრია ქართულ ეროვნულ ტანსაცმელსა და ხალიჩებში, ჭურჭელში/
  • კვლევის მეთოდები მოიცავს:

    1. სიმეტრიის შესახებ ინტერნეტ- წყაროებისა და ლიტერატურის მოძიებას;
    2. ორნამენტების შესწავლისას და მათში სიმეტრიის განსაზღვრისას   ორნამენტის დამოუკიდებლად შექმნა/ დახატვა;
    3. ბუნებაში სიმეტრიის მოძიება;
    4.  ქართულ მწერლობაში  სიმეტრიის მოძიება.
    5.  ექსპერიმენტის ჩატარება. ბრტყელი ფიგურების სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა და გარკვევა, თუ როგორ არის იგი დაკავშირებული სიმეტრიასთან.
    6.  პროგრამა „ Geogebra “ დახმარებით  სიმეტრიული ფიგურების აგება.
  • პროექტის მოსალოდნელი შედეგი:  მუშაობის პროცესში მოსწავლეს გაუფარდოვდება  ცოდნა სიმეტრიის შესახებ.  დარწმუნდება, რომ სიმეტრია არის ცხოვრების ბევრ სფეროში, მას ვხვდებით ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაში, სხვადასხვა საგნის შესწავლისას. სიმეტრია ნამდვილად ქმნის წესრიგს, სილამაზეს და სრულყოფილებას ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში.

    სიმეტრია ბუნების ფუნდამენტური თვისებაა, რომელთანაც დაკავშირებულია სხვადასხვა კანონები და თვისებები.

  • მოსწავლეთა ჯგუფები დამოუკიდებელად მუშაობაობენ . გონივრულ ვადაში. ხდება  ინფორმაციის შეგროვება. დამუშავება. 

  •  შემდგომ ეტაპზე  დანიშნულ დროს ხდება პროექტის პრეზენტაცია. სხვადასხვა ჯგუფები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. 



სიმეტრია ხალიჩებსა და ქართულ სამოსში.





სიმეტრია ფიზიკაში

ფიზიკაში არსებობს ცნება " სხეულის სიმძიმის ცენტრი ".

სიმძიმის ცენტრი არის გეომეტრიული წერტილი, რომლის მეშვეობითაც ამ სხეულის ნაწილაკებზე მოქმედი ყველა სიმძიმის ძალის შედეგი გადის ამ უკანასკნელის ნებისმიერ პოზიციაზე სივრცეში.

სიმეტრიის მქონე ბრტყელი ფიგურის სიმძიმის ცენტრი ემთხვევა სიმეტრიის ცენტრს, თუ ფიგურას აქვს სიმეტრიის ღერძი, მაშინ ცენტრი დევს სიმეტრიის ღერძზე. ეს დადასტურდება  ექსპერიმენტის ჩატარებით.

ამოჭერი ოთხკუთხედი, დახატე მისი დიაგონალები და მონიშნე მათი გადაკვეთის წერტილი. ეს წერტილი დგას მართკუთხედის სიმეტრიის ღერძების გადაკვეთაზე. ეს არის მართკუთხედის სიმძიმის ცენტრი. თუ წრეს ამოჭრი , მაშინ სიმძიმის ცენტრი განლაგდება წრის დიამეტრის გადაკვეთის ადგილზე. ეს წერტილი ასევე არის სიმეტრიის ცენტრი.

თუ თქვენ განსაზღვრავთ ასიმეტრიული ფიგურის სიმძიმის ცენტრს, მაშინ ეს შეიძლება გაკეთდეს ძაფზე შეჩერებული დატვირთვის გამოყენებით.







პოექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია:


No comments:

Post a Comment