პროექტი: ,,როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია''

   პროექტი: ,,როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია''

    თემის აქტუალურობა. თემა საინტერესოა გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლე გაიგებს   გეომეტრიის განვითარების ისტორიას. გაიაზრებს, რა ეტაპები გაიარა გეომეტრიამ ადამიანის  პრაქტიკული საქმიანობიდან  მეცნიერებად ჩამოყალიბამდე. როგორ დაეხმარა იგი მსოფლიოს უძველეს ხალხებს და ვინ დააარსა ეს მეცნიერება. რა როლი აქვს გეომეტრიას თანამედროვე ეპოქაში. 

    მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდმა ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბუზიემ თქვა:  „ვფიქრობ, რომ არასდროს არ ვცხოვრობდით ასეთ გეომეტრიულ პერიოდში. ირგვლივ ყველაფერი გეომეტრიაა.

პროექტის მიზანი: 

მოსწავლემ შეისწავლოს 

  • გეომეტრიის განვითარების ეტაპები.  
  •  შეისწავლოს ვინ იყვნენ გეომეტრიის ფუძემდებლები.
  • რა როლი აქვს გეომეტრიას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
  • გაეცნოს სხვადასხვა გეომეტრიის შესახებ ინფორმაციას.

      პროექტი არის ინფორმაციული- საგანმანათლებლო ხასიათის.  განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ გეომეტრიის ძირითად ცნებებს, ჩაუღრმავდნენ  ისტორიას, შეისწავლოთ და შეადაროთ გეომეტრიის ფორმირებას პრაქტიკიდან,  მეცნიერებამდე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და გაიგონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა თეორიული საფუძვლები პრაქტიკიდან. პროექტის მონაწილეები  შეისწავლიან გეომეტრიის განვითარების ისტორიას. გაეცნობიან სხვადასხვა გეომეტრიებს და მათ ფუძემდებლებს. პროექტი ემსახურება მოსწავლეებში  მათემატიკის შესწავლის მოტივაციის ამაღლებას.

    პროექტის განხორციელება ხელს უწყობს, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებში  შემოქმედებით და კომუნიკაციური უნარების განვითარებას. მიცსემს მათ გამოცდილებას მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან (მათ შორის ინტერნეტიდან), გაიაზრონ და გამოიყენონ იგი მათი საქმიანობაში.შეძლონ სანდოობის შენარჩუნება. 

   

  პროექტი დაფუძნებულია კვლევაზე.  ჯგუფები ატარებენ კვლევას: 

  • გეომეტრიის განვითარების ისტორია.
  • მათემატიკოსები, ვინც შექმნა და განავითარა გეომეტრია
  • სხვადასხვა სახის გეომეტრია.
  • გეომეტრიის როლი ადამიანის ცხოვრებაში.

  პროექტის მოსალოდნელი შედეგი:   მოსწავლეები გაანალიზებენ,  რა ეტაპები გაიარა გეომეტრიამ მეცნიერებად ჩამოყალიბებამდე. რა როლი აქვს მას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. გაიაზრებენ, რომ ევკლიდეს გეომეტრიის გარდა არსებობს სხვა  გეომეტრიები. პროექტზე მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეებში გეომეტრიის სიღრმისეულად  შესწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.

სხვადასხვა გეომეტრია   პროექტის პრეზენტაცია. XI -ბ კლასი.

No comments:

Post a Comment