სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს მეწარმეობის კლუბი. საკლუბო მუშაობის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს, მარტი-აპრილის თვეში ნინო ნიქაცაძის და თამილა ძმანაშვილის ხელმძღვანელობით და სკოლის მეათე კლასის მოსწავლეთა ჩართულობით დაგეგმილია პროექტი: ,,შევძინოთ ახალი სიცოცხლე მეორად ტანსაცმელს’’.
პროექტის მხარდამჭერია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და სკოლის დირექცია.
პროექტის მიზანია:
- მოსწავლეებში მეწარმეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- მოსწავლეთა კრეატიული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
- მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება
- მგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა.
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია აქტივობები. კერძოდ,
- საჭირო მასალის მოძიება. ამ მიზნით, სკოლაში დავდგავთ ყუთს, სადაც მოსწავლეები მეორად ტანსაცმელს მოაგროვებენ.
- გადავარჩევთ ტანსაცმელს.
- მასალის შეძენა.( გასაფორმებლად ფერადი ძაფები, მძივები, აქსესუარები.)
- მეორადი ტანსაცმლისგან ჩანთების, შარფების, დეკორატიულ ბალიშების და სხვა აქსესუარების შეკერვა და ლამაზად გაფორმება.
- გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.
- შემოსული თანხით ახალ პროექტის დავგეგმა და განხორციელება.
- პროექტს გავხდით სოციალურს, ამ მიზნით დამზადებულ ნაწარმის ნაწილს დავურიგებთ შეჭირვებულ ადამიანებს.
Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო
ვებ-გვერდის მისამართი: Jag.ge
No comments:
Post a Comment