2022-2023 სასწავლო წელს სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში მუშაობას აგრძელებს მათემატიკური კლუბი. კლუბის სახელწოდებაა: ,,ჩვენ და მათემატიკა''
კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს:
- მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას.
- მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს.
- მოსწავლეებში მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას.
- მოსწავლეებს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.
- მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას.
- მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რაც მათ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
- მოსწავლეებს გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
.კლუბის სამუშაო გეგმა:
კლუბის მეცადინეობაზე ხდება სახალისო, ლოგიკური, საინტერესო ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად და ჯგუფურად.ერთობლივად შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების , კვირეულის დაგეგმვა, სასწავლო პროექტები და მათი განხორციელება
საკლუბო მუშაობის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული და მიმდინარე აქტივობებია:
- პროექტი: ,, რიცხვების წარმოშობის ისტორია.''
- პროექტი: ,,ძველი ქართული საზომი ერთეულები''.
- პროექტი: ,,სიმეტრია''
- პროექტი: მათემატიკური ღონისძიება: ,, რიცხვების მეჯლისი''
- პროექტი: ..მათემატიკური ვიქტორინა''
- ლოგიკური ამოცანებზე მუშაობა.
- მათემატიკური კროსვორდების შედგენა .
- პროექტი: სივრცული ფიგურები. მათი შლილები. ეილერის ფორმულა.
კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
- კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა
- კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა
- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა
- ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა
.კლუბში გაწევრიანების უფლება:
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. კლუბში გაწევრიანებულია173-ე საჯარო სკოლის VI კლასების ყველა მსურველი მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა მათემატიკის სიყვარულით და ინტერესდება მათემატიკის უკეთ შესწავლით.
მოსწავლეთა მიღება კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის წარდგენისა და კლუბის კურატორთან გასაუბრების საფუძველზე.
კლუბს ხელმძღვანელობს მათემატიკის პედაგოგი, ნინო ნიქაცაძე, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
მოსწავლეთა წახალისების მექანიზმები:
მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:
- სიგელს შესაბამისი აქტივობისთვის.
- მოსწავლის მშობელს გაეგზავნება მადლობის წერილი.
No comments:
Post a Comment