- სსიპ ვახტან გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის მიერ ,,სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება" პროექტის ფარგლებში ,,შვიდკაცას" ჯგუფის წევრების (ჯგუფის წევრები: ნინო ნიქაცაძე, მარიკა ყაზარაშვილი, რუსუსუდან კეკელიძე, ხათუნა აქიაშვილი, ირმა ქურციკიძე, ლია გელოვანი,) მიერ განხორციელებული სასკოლო კვლევა.
- მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
ჩემ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში:,,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულების უნარ-ჩვევების განვითარებაში?''.
სასკოლო პროექტებში ჩართულობა
აქტიურად ვიყავი და ამჟამადაც ვარ ჩართული სასკოლო პროექტების დაგეგმვასა და განხორცელებაში. ვარ სასკოლო პროექტის მართვის გუნდის წევრი. კონკრეტულად, პროექტის გეგმის დაწერასა და განხორციელებული აქტივობების ფარგლებში შექმნილი რესურსების განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი. წელიწადში ორჯერ პედაგოგიურ საბჭოს წარვუდგენ პროექტის ანგარიშს. ონლაინ- შეხვედრების დროს ვიყავი პროექტის პრეზენტატორი.
- სსიპ ვახტან გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის მიერ 2021-2022 სასწავლო წელს განხორციელდა სასკოლო პროექტი: ,,მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა'' პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განთავსებული სკოლის ბლოგზე. https://173pedagogebi.blogspot.com/p/blog-page_82.html
ჩემი ჩართულობით და ხელმძღვანელობით 2022 წლის ივნისის თვეში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა მოსწავლეთა თვითთმართველობის და კლუბის წევრების დახმარებით. მოსწავლეებმა ხელნაკეთი ჩანთები, ხელნაკეთი მძივები, ბეჭდები და სხადასხვა აქსესუარები წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვა გამოფენა-გაყიდვა გამოფენა-გაყიდვა გამოფენა შემოსული თანხა გადაირიცხა უკრაინელთა დახმარების ფონდში. ეს იყო ერთგვარი სოლიდარობა ჩვენი მხრიდან ომში ჩართულ ქვეყნისადმი.
- 2022-2023 სასწავლო წელს 173-ე საჯარო სკოლაში დავგეგმეთ და ვანხორციელებთ სავალდებულო სასკოლო პროექტს: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი-XXI საუკუნის გამოწვევა''
- მიმდინარე პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი-XXI საუკუნის გამოწვევა''
- პროექტის მიმდინარე სამოქმედო გეგმა.
- სასკოლო კულტურის მიმართულებად კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებით ოთხი მიმართულებიდან ავირჩიეთ სადამრიგებლო რგოლის მუშაობის გაძლიერება.
- პროექტის ფარგლებშიდაგეგმილი და .განხორციელებელი აქტივობების დადასტურების მასალები განთავსებულია სკოლის ბლოგზე. https://173skola.blogspot.com/p/blog-page_96.html
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების და მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირების მიზნით, ასევე მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ; 2022-2023 სასწავლო წელს მე, როგორც კლასის დამრიგებელმა ჩავატარე კლასის საათი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი''
პროექტის აქტუალურობა: 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიური განვითარების ზენიტმა
ბევრ სიკეთესთან ერთად ბუნებას და ადამიანებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, გარემოში გამოფრქვეული ნახშიროჟანგის ზრდა,
კლიმატური ცვლილებები, ვირუსული ინფექციების
,,შემოტევა’’, არაჯანსაღი საკვები-ყველაფერი ეს ადამიანის
ფიზიკურ, გონებრივ და სოციალურ უნარ-ჩვევებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია სკოლამ დაწყებითი საფეხურიდანვე დაიწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის პოპულარიზაცია.
- პროექტის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით.
- პროექტის ამოცანები: მოსწავლეთა ცნობიერების და ინფორმირებულობის დონის ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით;
- მოსწავლეთა მშობლებისთვის ჩართულობის მიზნით საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება;
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და აკეთენ პოსტერებს მავნე ჩვევებთან დაკავშირებით.
I ჯგუფი: მავნე ჩვევები: არა სიგარეტს, არა ნარკოტიკს. არა ალკოჰოლს.
II ჯგუფი: სწორი კვება. ჯანსაღი საკვებით შედგენილი კვების პირამიდა.
III ჯგუფი: ვისწავლოთ საკვებზე დატანებული ეტიკეტის წაკითხვა და გაშიფვრა
IV ჯგუფი: პირადი ჰგიენის დაცვის საშუალებები.
ინფორმაციის მოძიება ხდება სხვადასხვა წყაროებიდან.
შესრულების ვადა: ერთი კვირა.
მოსწავლეთა ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს. მოხდება პრეზენტაცია. მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს.
მოსალოდნელი შედეგი: პროექტი ემსახურება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სწორი კვების და მავნე ჩვევების მიმართულებით.
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფების მიერ შექმნილი პრეზენტაციები.
- კლასის საათი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' VI-ზ კლასის ხელმძღვანელი: ნინო ნიქაცაძე
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფების მიერ შექმნილი პრეზენტაციები.
- კლასის საათი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' VI-ზ კლასის ხელმძღვანელი: ნინო ნიქაცაძე
გთხოვთ გაეცნოთ ჩემ ბლოგს და შემიფასოთ.
ReplyDelete